ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

5 ნოემბერი, 2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წინუბნის, გურკელის, აგარის, ზიკილიისა და მუგარეთის წყლის სისტემის (პირველი ეტაპი) რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში წინუბანში ე.წ. „დათვების ღელეში“ მოეწყობა სასმელი წყლის სისტემის ახალი სათავე-ნაგებობა, საიდანაც მაგისტრალური მილსადენით წყალი წამოვა გამწმენდ-ნაგებობაში. ასევე, მოეწყობა ახალი გამწმენდი -ნაგებობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულს. გამწმედნი-ნაგებობიდან სასმელი წყალი მაგისტრალური მილსადენებით მიეწოდება დასახლებულ პუნქტებს.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს სოფელ მუგარეთის სასმელი წყლის მაგისტრალის ნაწილის მოწყობას, 2019 წელს კი პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდება და სოფელ მუგარეთამდე მთლიანი მაგისტრალი მოეწყობა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე