ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაეცნენ

21 May, 2020

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რეგიონებში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავენ. "ახალციხის ციხეზე" პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძემ და სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმის პროგრამები გააცნეს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, მეტი შეღავათი მიიღოს სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება.

გააზიარე