ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"

30 იანვარი, 2019

  

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად  საერთო კრებები და   კონსულტაციები კიდევ ხუთ სოფელში ჩატარდა.

გიორგიწმინდის, ფერსის, მუგარეთის, კლდისა და წნისის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი გიორგიწმინდა - სასაფლაოს გზის მოხრეშვა, ღობის რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი საპირფარეშოსა და სამეურნეო დანიშნულების შენობის აშენება;

▫სოფელი ფერსა  - სასაფლაოს გზის მოხრეშვა, ღობის რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი საპირფარეშოსა და სამეურნეო დანიშნულების შენობის აშენება;

▫სოფელი  მუგარეთი - სოფლის სახლის რეაბილიტაცია;

▫ სოფელი კლდე - სამი მოსაცდელის მოწყობა;

▫სოფელი წნისი - მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რებილიტაცია;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია:

▫სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება
▫სარწყავი სისტემები
▫სანიაღვრე არხები
▫ნაპირსამაგრი სამუშაოები
▫გზები
▫ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები
▫გარე განათება
▫სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
▫სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
▫ამბულატორიის შენობები
▫კულტურის ობიექტები
▫სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი
▫სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით
▫წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
▫სასაფლაოს შემოღობვა
▫თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები
▫მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე