"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრება და კონსულტაციები კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.
ხეოთის, მუსხის და ურავლის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:
▫სოფელი ხეოთი - სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
▫სოფელი მუსხი - სოფლის საძოვრებზე პირუტყვის დასარწყლულებელი ადგილების რეაბილიტაცია;
▫სოფელი ურაველი- შიდა გზების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენება;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.