ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"

13 თებერვალი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.

ანის, ჭვინთისა და ელიაწმინდის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი ანი - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

▫სოფელი ჭვინთა- არსებული წისქვილის რეაბილიტაცია;

▫სოფელი ელიწმინდა -სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.


გააზიარე