ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"

15 თებერვალი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები და კონსულტაცია  კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.

ივლიტის, ზემო სხვილისის და სხვილისის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი ივლიტა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის, სკვერისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა, რეაბილიტაცია;

▫სოფელი ზემო სხვილისი- ბუნებრივი და ხელოვნური სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია;

▫სოფელი სხვილისი - სარწყავი სისტემისა და სკვერის რეაბილიტაცია, გარე განათების გაგრძელება;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე