ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სპორტი ბარიერების გარეშე“

23 May, 2019

✔ პროექტის  „სპორტი ბარიერების გარეშე“  ფარგლებში, მუნციპალიტეტის პირველობისათვის ექვს სახეობაში: სპრინტში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ფრენბურთსა და ფეხბურთში ტურნირი გაიმართა.

ერთმანეთს  ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) ეჯიბრებოდნენ.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

სპრინტი

გოგონებში -სუსანნა ამბარცუმიან (ახალციხის № 2 საჯარო სკოლა)

ვაჟებში -რევაზ ოთანაძე (წნისის საჯარო სკოლა)

ჭადრაკი

 გოგონებში - ნინო ინასარიძე  (ახალციხის №5 საჯარო სკოლა)

ვაჟებში - ოთარ ჯინჭველაძე (ახალციხის №5 საჯარო სკოლა)

მაგიდის ჩოგბურთი

გოგონებში - გვანცა ზაზაძე ( ხეოთის საჯარო სკოლა)

ვაჟებში  - გიგა პლაჭიაშვილი (თისელის საჯარო სკოლა)

კალათბურთი

გოგონებში -  პ/პამაჯის საჯარო სკოლა;

ვაჟებში  -№ 5 საჯარო სკოლა;

 ფრენბურთი  

გოგონებში-პ/პამაჯის საჯარო სკოლა;

ვაჟებში-პ/პამაჯის საჯარო სკოლა;

ფეხბურთი

გოგონებში -№ 5 საჯარო სკოლა;

ვაჟებში - № 5 საჯარო სკოლა;

ტურნირში გამარჯვებულები რეგიონის პირველობისათვის იბრძოლებენ, რის შემდეგაც „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზურის მოპოვებას შეძლებენ.

თამაშები ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“  მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური მოქალაქეობის  პოპულარიზაციას და  თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას.

გააზიარე