თამარაშვილის ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხის მოწყობა დასრულდა
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხის მოწყობა დასრულდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე არსებულ 232 მ სიგრძისა და 2,20 მ სიგანის ღია სანიაღვრე არხს;
აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი და ამორტიზებული სანიაღვრე არხი პრობლემას განსაკუთრებით უხვი ნალექის მოსვლის დროს ქმნიდა. უკვე მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემა სრულად მოგვარდა.