ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თამარაშვილის ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია

12 ივნისი, 2020

ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 232 მეტრი სიგრძისა და 2,20 მეტრი სიგანის ღია სანიაღვრე არხი ეწყობა თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემა სრულად მოგვარდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე