ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტოლერატობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

19 ნოემბერი, 2018

,,ახალციხის ციხის'' ტერიტორიაზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილება ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს. ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ენის სწავლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური , ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღამო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე