ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ტრადიციული აქცია მწვანე სახლში

2 აპრილი, 2021

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ახალციხეში არსებული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში აღნიშნა.

„მწვანე სახლს“ მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, კულტურის სამსახურისა და სოციალური განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. მან პატარებს სპეციალური განმავითარებელი სათამაშოები გადასცა და პედაგოგებს და ბენეფიციარების მშობლებს გაესაუბრა. სარეაბილიტაციო ცენტრი დღეისათვის 35 აღსაზრდელს ემსახურება.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა. 

გააზიარე