ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრადიციული სამუშაო შეხვედრა ახალციხის მერიაში

28 May, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში  ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ,  სამშენებლო  და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და  ამ დროისთვის თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობა განიხილა. 

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის, ზედამხედველი ორგანიზაციებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების მუდმივი მონიტორინგისა  და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

გააზიარე