ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრადიციული შეხვედრა მშენებლებთან

4 ივნისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები,  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტები, მიმდინარე პროექტებზე მონიტორინგისა და ინსპექტირების  შედეგები განიხილეს დღეს ახალციხის მერიაში გამართულ ტრადიციულ თათბირზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ მშენებლებისგან ობიექტებზე არსებული მდგომარეობისა და კვირის მანძილზე წარმოებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინა. მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებს, კი  მითითებები მისცა, ყოველდღიურ რეჟიმში გაკონტროლდეს თითოეულ ობიექტზე, როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ისე ვადები და შუალედური შესრულების წარდგენის საკითხები.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელი  კომპანიებისა და  ზედამხედველი ორგანიზაციიის წარმომადგენლები, მერიის ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და შესყიდვების სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გააზიარე