ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტურნირი ნარდის მოყვარულთა შორის

12 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დღეს ნარდის მოყვარულთა შორის შეჯიბრი გაიმართა.

ტურნირი 18 წლის ასაკის ზემოთ ორ კატეგორიაში, მამაკაცებსა და ქალებს შორის, ჩატარდა.

გამოვლინდნენ შეჯიბრის გამარჯვებულები. ქალებში პირველი ადგილი მარიამ ხუციშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე მაია გიორგაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ლიდია პოღოსიანს ხვდა წილად.

რაც შეეხება მამაკაცებს აქ, პირველ ადგილზე სტეფანე სოღომონიანი გავიდა, მეორეზე არტურ ჩახოიანი, ხოლო მესამე ადგილი სარქის ელბაქიანმა დაიკავა.

საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა სიგელებით, მედლებითა და ფულადი საჩუქრებით დააჯილდოვა.

შეჯიბრი მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

+11

გააზიარე