ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

უფასო გამოკვლევები შენი ჯანმრთელობისთვის

8 სექტემბერი, 2020

დღეს, ქალაქ ახალციხეში, „ეროვნულმა სკრინინგ-ცენტრმა“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები ჩაატარა.

აქცია კლინიკა „იმედის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური მამოგრაფის საშუალებით გაიმართა, სადაც ქალბატონებს სხვადასხვა სახის სკრინინგის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

სკრინინგის მიზანი ადრეულ ეტაპზე სიმსივნით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და მათთვის დროული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებაა.

აქცია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

გააზიარე