ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგო ნობათი გადაეცათ

25 აპრილი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტების დარიგება გრძელდება.

ამჯერად, დღესასწაულთან დაკავშირებით საღდგომო ნობათი პასკის, კვერცხისა და ტკბილეული სახით  (ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოს 200 ბენეფიციარს გადაეცა.

სააღდგომო დახმარება ბენეფიციარებისთვის ახალციხის მუნიციაპლიტეტის მერიის, პოლონეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციის და  (ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ ერთობლივი ძალებით მომზადდა.

ნობათი ბენეფიციარებს პირადად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, მერიის სოციალური განყოფილებისა და სათნოების სახლის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

ასევე, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა მერიისგან   ფულადი დახმარებაც მიიღეს.

გააზიარე