ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ურაველში და ხეოთში ახალი ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს

22 ოქტომბერი, 2019

სოფელებში ურაველში და ხეოთში ახალი ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობების აშენება და ეზოების კეთილმოწყობა.

პროგრამის ფარგლებში ამბულატორიები შენდება:

სოფელ თისელში;
სოფელ კლდეში
სოფელ აგარაში;
სოფელ ღრელში;
სოფელ საძელში;
სოფელ სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


 

გააზიარე