ვალეში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა ცენტრალური ქუჩები და საფეხმავლო ბილიკები ქალაქ ვალეში. ასევე დამუშავდა მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების მიმდებარე ტერიტორიები.
პრევენციული ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი კოორდინაციით ტარდება. სადეზინფექციო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები ერთობლივად ახორციელებენ.