ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვეტერანების დღე

17 ოქტომბერი, 2018

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

რის შემდეგაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართება. ასევე, ვეტერანებს შორის ნარდში შეჯიბრიც მოეწყო და გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ პირის სტატუსის მქონე ვეტერანებს კი პირად საბანკო ანგარიშებზე ერთჯერადად ფულადი თანხა ჩაერიცხათ.

გააზიარე