ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ხანძთელის ქუჩაზე სპორტული მოედნი ეწყობა

22 ოქტომბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

ამ დროისთვის, ქალაქ ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე სპორტული მოედნი ეწყობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები, თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
 

გააზიარე