ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ზარზმელის ქუჩაზე სპორტული და საბავშვო მოედნები ეწყობა

16 ოქტომბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით გრძელდება სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა.

ამ დროისთვის, ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სპორტული მოედნისა და საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე გაეცნო.

მალე, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ახალგაზრდები, თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი სპორტული ინფრასტრუქტურით, პატარები კი საბავშვო გასართობი ატრაქციონებით ისარგებლებენ.

გააზიარე