ახალციხის ღია პირველობაზე კრივში ჩემპიონატი გაიმართა.
სასპორტო სკოლაში, ახალციხის ღია პირველობაზე, კრივში ჩემპიონატი გაიმართა.
22 წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოკრივეები ეჯიბრებოდნენ.
ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს, 7 ოქტომბერს, გამოვლინდნენ ფინალური შეხვედრების გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები და მედლები გადაეცათ.
ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა, სასპორტო სკოლამ და საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ გაუწია.