ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი სამგზავრო ავტობუსები ჰყავს

16 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს.

სულ მალე, ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სამგზავრო ავტობუსები ახალციხის მუნიციპალიტეტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ამ მიმართულებით მერიის გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც საარჩევნო დაპირება იყო და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით შესრულდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მოქალაქეები უახლოეს ხანში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში“ -განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი.

+19

 

გააზიარე