ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიება №7 საბავშვო ბაგა-ბაღში

14 აპრილი, 2024

ქალაქ ახალციხის, №7 საბავშვო ბაგა-ბაღში „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ქართული ენის დღე სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობით აღნიშნეს.

პატარებმა, თემატური დეკორაციების ფონზე, იაკობ გოგებაშვილის ცნობილი და უკვდავი მოთხრობები გააცოცხლეს და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

ღონისძიების მიზანი ქართული ანბანისა და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შესახებ საბავშვო ბაღში მიღებული ცოდნის წარმოჩენა იყო.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მათი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დედაენის დღეს!

+25

გააზიარე