ღვინის დღეები ახალციხეში
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი - „ღვინის დღეები“ გაიმართა.
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული ღვინისა და კოქტეილების დეგუსტაციაში. მოწყობილი იყო სპეციალური კვების სივრცეები: პურის ცხობა, მწვადის შეწვა, ჩურჩხელის ამოვლება, ფელამუშის მომზადება, მესხური ქადის ცხობის მასტერკლასი; წარმოდგენილი იყო შემეცნებითი საგამოფენო სივრცე - ღვინის ისტორიის სტენდები და სომელიეს სესიები. გაიმართა კულინარიული აქტივობები შეფ-მზარეულთან ერთად.
პატარების გასახალისებლად კი მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობები მოეწყო: კერამიკაზე ხატვა, ვაზის დარგვა ქოთნებში, შტამპების დამზადება ღვინის ბოთლის საცობებით, ღვინის ეტიკეტების შექმნა, ცეცხლების შოუ.
დღე მუსიკალურად ლუკა თოფურიამ და კვარტეტმა , Dj Roy Fitz- მა გააფორმეს.
ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდა , რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა „შვიდკაცამ“ და „რეზო და ბავშვებმა“ მიიღეს.
"ღვინის დღეებს" სტუმრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში სახელწმიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეები - დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.