ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინფრასტრუქტურული პროეტების დათვალიერება

23 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხესა და სოფელ კლდეში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.

ქალაქ ახალციხეში, №2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

აქტიურად გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც: სრული რეაბილიტაცია უტარდება №5 საჯარო სკოლას. ასევე, კაპიტალურად ეწყობა №5 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზო.

გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობა. ამ ეტაპზე, სამუშაოები დიდიმამიშვილის ქუჩა №9- ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.

ამასთან, ბესიკ ამირანაშვილი და ირაკლი ლაზარაშვილი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კლდეში არსებული მონოლითური რკინაბეტონის ხიდისა და საყრდენი კედლის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. პროექტის ფარგლებში ლითონის კონსტრუქციებით 10 მეტრი სიგრძის ხიდი ეწყობა, რომელზეც ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.

+11

გააზიარე