ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ორდღიანი ბანაკი აწყურში

2 აგვისტო, 2019

საინტერესო თავგადასავლით და მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული დღეები ახალგაზრდულ ბანაკში

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, გარემოსდაცვით თემაზე, ორდღიანი ბანაკი მოეწყო სოფელ აწყურში. გამგზავრების წინ ბანაკის მონაწილეებს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.

ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, შეასრულეს ჯგუფური დავალებები, მოამზადეს პრეზენტაციები და პოსტერები გარემოსდაცვით საკითხებზე. ასევე შეადგინეს საღამოს გასართობი პროგრამები და თავად მოამზადეს ვახშამიც. განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი ღია ცის ქვეშ, კარვებში მხიარულად გატარებულმა დრომ მოახდინა.

შემეცნებითი პროგრამის გარდა, ბანაკის მონაწილეებმა დასუფთავების აქცია გამართეს, მოეწყო ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დღის ბოლოს კი სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბორჯომის ისტორიული პარკი დაათვალიერეს და ატრაქციონებით გაერთნენ.

აღნიშნული ბანაკის მთავარი მიზანი ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის და გარემოსდაცვის შესახებ ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობაა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ბანაკების გამართვას. ვინაიდან, აღნიშნული პროგრამები ახალგაზრდებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს. 

გააზიარე