ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

20 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დასრულდა.

სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ დასკვნით შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტატანისის, სვირისა და ბოგის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება გამოყოფილი თანხა.

2024 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც ემატება. მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში შერჩეული პრიორიტეტული პროექტები უახლოეს ხანში დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2024

#ახალციხე

+18

გააზიარე