სამუშაო შეხვედრა მერიაში
დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი world vision საფრანგეთის, world vision საქართველოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის ანალიზი და არსებული სიტუაციის მიმოხილვაა.
სამუშაო შეხვედრას მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.