ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა დინამო თბილისის წარმომადგენლებთან

13 მარტი, 2024

ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, ა(ა)იპ „ახალციხის სპორტული გაერთიანებისა“ და საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" თანამშრომლობის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

"დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, პროექტის მენეჯერი გია ისიანი და რეგიონული კოორდინატორი გოჩა ჩიქოვანი ახალციხელ ნორჩ ფეხბურთელებს შეხვდნენ, მათ ახალგაზრდა სპორტსმენებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები.

ბესიკ ამირანაშვილმა და ირაკლი ლაზარაშვილმა "დინამო თბილისის" საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტულ გაერთიანებასა“ და საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 1 მარტს გაფორმდა.

+16

გააზიარე