ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სოფელ ტყემლანაში საავტომობილო გზა მოწესრიგდა

20 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. 
სოფელ ტყემლანაში გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 1850 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო. 
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 

 


 

გააზიარე