სტუმრად ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლა-პანსიონში
ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლა-პანსიონი ტრადიციულად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები, ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ. სკოლის დირექტორს ლალი კარკაძეს და პედაგოგებს შეხვდნენ, სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს საჩუქრად სახატავი საშუალებები და უნარ-ჩვევების განმავითარებელი მასალები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ №7 საჯარო სკოლისთვის მსგავსი სახის მხარდაჭერა რამდენიმე წელია გრძელდება.