ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თანამედროვე ახალციხელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა

9 დეკემბერი, 2021

ახალციხის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში, თანამედროვე ახალციხელი მხატვრების ნამუშევრების  გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო   30-მდე ადგილობრივი ხელოვანის  80-მდე ნამუშევარი.

გამოფენა სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საქართველოს მხატვართა კავშირის  თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ  და ქალაქის საზოგადოებამ დაათვალიერეს.

მხატვართა კავშირის  თავმჯდომარემ გამოფენაში მონაწილე მხატვრებს მხატვართა კავშირის მოწმობები გადასცა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურისა და სპორტის  სამსახურისა და სამხატვრო სკოლის ერთობლივი  ორგანიზებით მოეწყო. უახლოეს ხანში საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ  კი წარმოდგენილი ნამუშევრების კატალოგი გამოიცემა.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებულ სამხატვრო სკოლაში მსგავსი სახის  მასშტაბური გამოფენა პირველად მოეწყო.  სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 998 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საკლასო ოთახებთან ერთად, მოეწყო საგამოფენო დარბაზიც.

გააზიარე