ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერმა დაათვალიერა

5 დეკემბერი, 2022

ქალაქ ვალეში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება, ამ დროისთვის, ქალაქ ვალეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ერთ კოლომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.

ასევე, ვალეში ეწყობა ახალი სკვერიც, არსებული ტერიტორია ფილებით მოპირკეთდება, დაიდგმება მოსასვენებელი სკამები და დამონტაჟდება ბავშვთა გასართობი მოედანი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ვალეში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და სკვერის მოწყობის მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, მერიის სამსახურებისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

+8

 

გააზიარე