ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე

18 აპრილი, 2024

18 აპრილს, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, სოფელ თისელში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო.

ლაშქრობაში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფელ თისელში არსებული ისტორიული ძეგლები დათვალიერეს და მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. მერიის ძეგლთა დაცვის საკითხებში სპეციალისტი რევაზ ანდღულაძემ კი სტუდენტებს ძეგლების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1984 წელს UNESCO-სა და ICOMOS-ის გადაწყვეტილებით დაწესდა, რომლის მიზანიც კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული და სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტები წარმატებით ხორციელდება.

+6

გააზიარე