ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო გამჭვირვალე საჯარო უწყებებად დასახელდა
✔ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), რომლის მიზანია ხელისუფლების ღიაობის ხელშეწყობა და ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით, 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
IDFI-ის შეფასებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 97.37%-იანი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 100 %-იანი მაჩვენებლით, გამჭვირვალე საჯარო უწყებებად დასახელდა. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
↪ https://idfi.ge/