სათნოების სახლის ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ა(ა)იპ სათნოების სახლს ესტუმრა.
გურამ მელიქიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
საახალწლო საჩუქრები 190 ბენეფიციარს გადაეცა.