Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

28 May, 2020

სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 1746 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო, დარჩენილია გვერდულების მოწყობის სამუშაოები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.
 

Share page