Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება

2 September, 2020

ქალაქ ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე, სადაც გზის 230 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.

სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი გაეცნო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

Share page