Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ანში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28 October, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ამ დროისთვის, სოფელ ანში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობის, საუბნო გამანაწილებლებისა და სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა, საუბნო გამანაწილებლები მოეწყობა 10 უბანში.

პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელ ანში მცხოვრები 90 ოჯახისთვის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება.

Share page