ირაკლი ლაზარაშვილმა საზოგადოების წინაშე ანგარიში წარადგინა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილეებთან ილია ზარდიაშვილთან და რუბენ კარაპეტიანთან ერთად, სამოქალაქო სექტორის, მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დამსწრე აუდიტორიას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, დაგეგმილ პროგრამებზე და სიახლეებზე ესაუბრა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები, მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზრაშვილმა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.