"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები და კონსულტაცია კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.
ივლიტის, ზემო სხვილისის და სხვილისის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:
▫სოფელი ივლიტა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის, სკვერისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა, რეაბილიტაცია;
▫სოფელი ზემო სხვილისი- ბუნებრივი და ხელოვნური სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია;
▫სოფელი სხვილისი - სარწყავი სისტემისა და სკვერის რეაბილიტაცია, გარე განათების გაგრძელება;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.