ზაზა მელიქიძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ზაზა მელიქიძე ზარზმელის ქუჩის №55-ის ეზოს სარაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ეზოში ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა საყრდენი კედელი და გამწვანების ზოლი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.