ახალციხის კულტურის სახლში ღია გაკვეთილი ჩატარდა
კულტურის ცენტრთან არსებული სასწავლო-შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებმა წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა გააცნეს ღონისძიების სტუმრებს. პატარებმა შეასრულეს სიმღერები ფანდურსა და გიტარაზე, დაუკრეს ფორტეპიანოზე, თავისი შემოქმედება ასევე, წარმოადგინა კულტურის ცენტრში ახლადშექმნილმა ბენდმაც.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჟუჟუნაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მშობლები და კულტურის სახლის აღსაზრდელები დაესწრნენ.