ლიტერატურული სპექტაკლი „ სიზმრად ნანახი საქართველო“
ქალაქ რუსთავის №20 საჯარო სკოლის საბავშვო სტუდიის მონაწილეობით, ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ლიტერატურული სპექტაკლი „ სიზმრად ნანახი საქართველო“ გაიმართა.
სპექტაკლს ახალგაზრდები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.