სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020
“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“-ის მუნიციპალური თამაშები გრძელდება.
ახალციხის სასპოტრო სკოლაში საჯარო სკოლების მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრნენ. ვაჟებში პირველ ადგილზე ახალციხის №5 სკოლა გავიდა, მეორე ადგილი კი კლდის სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი ანის სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ახალციხის №5 სკოლის გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე ფეხბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და ბადმინტონში. გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.