მუნიციპალიტეტმა 150 ერთეული ნაგვის ურნა შეიძინა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 150 ერთეული ნაგვის ურნა შეიძინა.
შპს ,,კეთილმოწყობის" თანამშრომლებმა ურნების განთავსება დაიწყეს. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე ახალი კონტეინერები ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გადანაწილდება. ასევე, მოხდება დაზიანებული ურნების ჩანაცვლებაც.
ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის დასუფთავების სერვისის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით სხვადასხვა სახის ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.