ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ „მლაშიხევის“ დახურული სანიაღვრე წყალშემკრების მოწყობა გრძელდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 მეტრი სიგრძის, 4 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.