სოფელ მუსხში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ მუსხში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
შეგახსნებთ, რომ სპორტული მოედნების ეწყობა მუნიციპალიტეტის სოფლებში: კლდეში, ჭვინთაში, ანში და ქალაქ ახალციხეში ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მიმდებარედ. სოფელ გურკელის, აწყურისა და ურავლის სპორტული მოედნების მოწყობაზე კი მიმდინარებს შესყიდვის პროცედურები.