პროექტის პრეზენტაცია
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერაა დაფინანსებული და მისი მიზანია:
ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სისტემის მონიტორინგი ახალციხის მუნიციპცლიტეტში;
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით;
მუნიციპალიტეტში მოხალისეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებლო-საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელება;
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, მერიის სამსახურების თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.